2025-10-30 22:48:35, 754 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველზე პროტესტი გრძელდება, რეჟიმი აქციის მონაწილეებს აკავებს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ.
შსს-მ ცოტა ხნის წინ იოსებ ხეოშვილი და კახა ჯაფარიძე დააკავა.
"ახლა დააკავეს იოსებ ხეოშვოლი, მას არ უთხრეს რისი გულისთვის დააკავეს. როგორც პოლიციელი ამბობს, ის იდენტიფიცირების მიზნით გადაჰყავთ განყოფილებაში" | წერს გიორგი მოსიაშვილი [Mo Se] სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს
ცნობისთვის, დღეს საღამოს ჭიჭინაძის ქუჩაზე პროტესტის მონაწილე, რეჟისორი თორნიკე თიკარაძე დააკავეს.
ცოტახნის წინ, პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტეს შესრულდა საქართველოს ჰიმნი
ავტორი: ექსპრესნიუსი,