18:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-26 20:49:58, 859 ნახვა

პოლიტიკა
მერე შევაერთეთ - ჭიათურის მერია თავს იმართლებს

ჭიათურის მერია განცხადებას ავრცელებს მათივე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს რუკა ოკუპირებული რეგიონების გარეშე იყო 

 „გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.
ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო. 
თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. 
საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“ — წერია მერიის განცხადებაში.

 დღეს ჭიათურაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2025“ აღინიშნა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. 

 რუკის ფოტო ოფიციალურ გვერდზე თავად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა, საზოგადოების კრიტიკული რეაქციის შემდეგ კი „ჭიათურობა 2025“-ის შესახებ მთელი ალბომი წაშალა. 

მერიისვე ინფორმაციით, ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია სისხლის სამართლის წესით დასჯადია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics