2025-10-26 20:44:07, 636 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეკრებილებს პოლიტიკოსები მიმართავენ
პროტესტის 333-ე დღე რუსთაველის გამზირზე. მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ. აქციაზე შეკრებილებს ამ წუთებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიმართავენ.
„ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ - რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა პარლამენტთან მივიდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ აქციაზე შეკრებილები კვლავ მოითხოვენ:
„მთავრობის გადადგომას და ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს;
ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას“
ავტორი: ექსპრესნიუსი,