2025-10-23 20:48:31, 598 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირი პროტესტის 330-ე დღესაც გადაიკეტა
რუსთაველის გამზირი პროტესტის 330-ე დღესაც გადაიკეტა.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა მაინც შეძლეს.
ადგილზე მოძრაობენ პოლიციის დაკავების მანქანები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.
კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,