2025-10-21 17:10:08, 955 ნახვა
პოლიტიკა
სირაძე: ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 ადამიანი დავაკავეთ
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის 14 ადამიანი დააკავეს.
"ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის, თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისგან", - თქვა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,