03:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 22:28:21, 694 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის კანონით, აქციაზე განმეორებით გზის გადაკეტვა არასრულწლოვნებისთვის 1-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს

თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონპროექტი, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო, პარლამენტის ვებგვერდზე საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის სახით გამოქვეყნდა.

აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციაზე განმეორებით სახის დაფარვა ან გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ოცნების კანონპროექტის თანახმად, ამ წესის დარღვევისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული როგორც ზრდასრულების, ისე არასრულწლოვნებისთვის.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ" დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენის დროს, ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ თავდაპირველად თქვა, რომ "პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს და თავიდან აყალიბებს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლს, გვთავაზობს, რომ 347-ე მუხლს დაემატოს მესამე ნაწილი, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე".

ამის შემდეგ, კომიტეტის მე-3 მოსმენაზე გორდულაძის თქმით, "სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან კონსულტაციების საფუძველზე, აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების საჭიროებაცმიზანშეწონილი აღარ გახდა".

რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მიიღო ამავე დღეს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics