08:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 15:08:17, 526 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება

ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება არასწორი გათვლა იყო, რადგან მისი კოპირება ზუსტად ვერ მოხდება“.

„ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებულები, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა.

რა თქმა უნდა, „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება არასწორი გათვლა იყო, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები წინა ომის სცენარით იბრძვიან. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა.

როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამე მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება.

სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც „ჯენზის“ აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის დიდ მადლიერებას იმსახურებს. თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი „ჯენზი“, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ე.ი. არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორედ ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია. ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“ - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics