08:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 11:05:02, 724 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ელინა ვალტონენი საზოგადოებას უჩვენებს, რომ მხარს უჭერს გადატრიალების ორგანიზატორებს

უბრალოდ იცოდეთ: ქუჩა, სადაც დგას ეუთო-ს თავმჯდომარე (რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლავთ), წარმოადგენს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალს. რასაც ხედავთ, არის რამდენიმე ათეული რადიკალის სცენა - განაცხადა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეუთო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნისა, უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების გარანტიას ყველგან, თუმცა გზის ბლოკირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ისინი ტროტუარზე ვერ ეტევიან.

„ფინეთის მინისტრმა, შესაძლოა, ეს არ იცოდეს, მაგრამ ვერცერთ მაგალითს ვერ დაასახელებს ბოლო 13 წლის განმავლობაში, როცა ეს უფლება საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია. მინისტრის ზურგს უკან კი ჩანს პარლამენტის წინ მდებარე მოედანი, სადაც ათჯერ მეტი ადამიანი ეტევა, ვიდრე ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გზას ბლოკავს, მათ შორის, თავად ფინეთის მინისტრიც, ისე, რომ მოძრაობა არ შეიზღუდება და შეკრება მშვიდობიანად ჩატარდება. რასაც ახლა იქ ფინეთის მინისტრი და ეუთო-ს თავმჯდომარე აკეთებს, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. ის ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც ირონიულად სწორედ იმ ქალაქში იქნა მიღებული, სადაც ეუთო-ს სათავო ოფისი მდებარეობს. ამით მინისტრი ქართულ საზოგადოებას უჩვენებს, რომ იგი მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სინამდვილეში მხოლოდ ცარიელი ფრაზაა. საინტერესოა ისიც, რომ ფინეთის ხელისუფლება გაცილებით ნაკლებად შემწყნარებელია გზების ბლოკირების მიმართ ჰელსინკიში, ვიდრე თბილისში“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics