12:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 00:31:16, 1856 ნახვა

სამართალი
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 4 ოქტომბრის აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება ამ მედიებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.

“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლისა” და ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავდა არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირიკიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics