17:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-26 18:04:06, 1366 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბოლო 10 თვეში მეოთხედ შეხვდა ჩინეთის ელჩს

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან - ბოლო ათ თვეში უკვე მეოთხედ.

მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუკზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო „საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს“.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს“, - წერია მოკლე ცნობაში.

ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრაზე „აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით“.

სხვა დეტალები დაზუსტებული არ არის. ჩინეთის საელჩოს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობების თანახმად, ეს ჭოუ ციენისა და ირაკლი კობახიძის მესამე შეხვედრაა 2025 წელს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ - მეოთხე.

წინა შეხვედრების თარიღები ასეთია:

  • 2025 წლის 6 აგვისტო - ისევ „სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროზე“;
  • 2025 წლის 10 იანვარი;
  • ასევე, 2024 წლის 6 დეკემბერს - მაშინ დიპლომატმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მიულოცა.

ჩინეთი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჯგუფს შორის, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება და ასევე მიხეილ ყაველაშვილს მეექვსე პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics