09:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-06 11:37:39, 924 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გვაქვს ამბიციური მიზანი - ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი - ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და  განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ზოგადად, დანაშაულთან და მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ჩვენი უწყებები განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს, მათ შორის, ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოტიკულ დანაშაულს, ადამიანების მიერ იარაღის ტარებას, ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ძალიან პრინციპული პოზიცია და გაგრძელდება პრინციპულად დანაშაულთან ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი დანაშაული არის, რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ უწყებაში მისვლისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამ საკითხზე. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც ვიქნებით აბსოლუტურად პრინციპულები და უკომპრომისოები. გაგრძელდება ძალიან აქტიურად კორუფციასთან ბრძოლა. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი - ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამას სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics