14:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 17:38:31, 681 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი- პროკურატურას აქვს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრების რადიკალური ქმედებებისთვის გამოყენების შესახებ

„პოლიტიკური კონტექსტი არ გამომდინარეობს გამოძიებიდან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობიდან, რომელიც მათ წესდებას სცილდებოდა“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, პროკურატურა განიხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან.

მან აღნიშნა, რომ პროკურატურას აქვს სანდო ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრების რადიკალური ქმედებებისთვის გამოყენების შესახებ, რამაც გამოიწვია შეტაკებები, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა და რევოლუციურ სცენართან დაკავშირებული მრავალი დარღვევა.

„ამ ორგანიზაციებმა თავად მოიფიქრეს ეს სცენარი. მათ მოითხოვეს პოლიციაზე თავდასხმა, ფიზიკური დაპირისპირება, პოლიციის გამოძახება და შედეგი, რომლის შესახებაც არ მალავდნენ თავიანთ აზრს - პროცესი სისხლისღვრამდე მისულიყო და ვინმეს სიკვდილით დასრულებულიყო. სწორედ ეს სცენარი უნდა განვითარებულიყო მაიდანზე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics