08:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-24 15:08:51, 1062 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველებმა და უკრაინელებმა კარგად იციან დამოუკიდებლობის ფასი, ტერიტორიული მთლიანობის ფასი, სუვერენიტეტის ფასი.

მან განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა იქნება და „ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში“.

„ძვირფასო ვლადიმერ, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო,

თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ, უკვე მესამედ გიგზავნით გულწრფელ მილოცვებს ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენ, ქართველებმა და თქვენ, უკრაინელებმა, კარგად ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, ტერიტორიული მთლიანობის ფასი, სუვერენიტეტის ფასი. ბოლო წლების განმავლობაში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ, თუ რას ნიშნავს თქვენი ტერიტორიის დაცვა, თქვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება.

თქვენ მოახერხეთ მთელი ევროპის თქვენს გარშემო გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ დაიპყრობს უკრაინას ომით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ დაიპყრობს უკრაინას მშვიდობიანი გზით.

თქვენ გექნებათ მშვიდობა, გექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაში დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics