04:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 11:24:02, 1199 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

თიბისიში სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს, თუმცა, ამ გზაზე ხშირად გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც საკუთარ ძალებში დაგვარწმუნებს. ზოგჯერ სულაც ერთი გამამხნევებელი მზერა ან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა საჭირო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ის ძალა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. როცა შენი სჯერათ - შენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ზოგჯერ კი, სრულიად უცხო ადამიანებს - ეს გაძლევს რწმენას, რომ ყველაფერი გამოგივა მთავარია გჯეროდეს!

თიბისიმ, ვიდეო რგოლში ადამიანების რეალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით, ისეთი ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები შეკრიბა და აღბეჭდა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცდია. ეს ის გარდამტეხი მომენტებია, როდესაც სხვების მხარდაჭერა და რწმენა უდიდეს როლს თამაშობს - იქნება ეს საეტაპო გამოცდილება, როგორიც ეროვნული გამოცდები და სტუდენტობისათვის მზადებაა, ისეთი ამაღელვებელი, როგორიც დიდ სცენაზე პირველი გამოსვლა, თუ ისეთი ტრივიალური, როგორიც  თასმის შეკვრა. სწორედ მსგავსი მარტივი ჭეშმარიტებების გამოცდაა, ის, რაც ადამიანს შეუძლებელსაც შეაძლებინებს. 

ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ - მთავარია გჯეროდეს და სჯეროდეთ შენი, რადგან დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია, ვინ დგას შენს გვერდით. ამასთანავე, გახსოვდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics