|
2025-08-11 14:26:43, 1912 ნახვა
პოლიტიკა
სამტრედიელი კალაძე ამბობს, რომ თუ ადამიანს რეგიონში აქვს სახლი თბილისში არ უნდა უნდოდეს ცხოვრება
იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თვალჭრელიძის ქ. N1-ში მცხოვრები მოქალაქეების საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამავე მისამართზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქირით უზრუნველყოფაზე უარი განაცხადეს. „მუნიციპალიტეტს აქვს შესაბამისი პროგრამები, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც საცხოვრებლის პრობლემა აწუხებთ. იმ მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და აქვს ანალოგიური პრობლემა, მუნიციპალიტეტი ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს. ეს შეთავაზება გაკეთებული იყო ოჯახებზე, თუმცა ჩვენს შეთავაზებაზე მათი საკუთარი ხელით დაწერილი უარი გვაქვს. როდესაც გაქვს საცხოვრისის პრობლემა, მე - მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო, მოვდივარ შენთან და გეუბნები, რომ უზრუნველყოფილი იქნები საცხოვრისით, გაძლევ თანხას, რომ იქირაოთ საცხოვრებელი ბინები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ეს მოქალაქეები საცხოვრებლით დაკმაყოფილებული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს მეორე - უსახლკარო ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების პროგრამა, რისთვისაც, პირველ რიგში, აღნიშნული სტატუსის მიღებაა საჭირო. „არის მეორე პროგრამა უსახლკაროს სტატუსის მქონე ადამიანების ფართებით დაკმაყოფილების. წლის ბოლომდე მუნიციპალური საცხოვრისით 400 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. ადამიანს რეგიონში მიწის ნაკვეთები ჰქონდეს, საცხოვრებელი სახლიც ჰქონდეს, მაგრამ თბილისში უნდოდეს ცხოვრება, ამ მოტივით და მიზნით ვერავინ დააფინანსებს, მაგრამ ვინც სოციალურად დაუცველია და აქვს საცხოვრებლის პრობლემა, პირველ რიგში, უნდა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი ყველა ასეთ ოჯახს დააკმაყოფილებს. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)