12:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-01 15:30:48, 2117 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე- სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე არ შევთანხმდებით, მუდმივად ამ სიგიჟეში ვიქნებით

„სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე არ შევთანხმდებით, მუდმივად ამ სიგიჟეში ვიქნებით“, - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, საჭიროა ქმედებების ერთიანი სისტემა.

„4 ოქტომბრის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი აჩვენებს, რომ სანამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურაზე არ შევთანხმდებით, ამ ქაოსში ვიქნებით. ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმა ზუსტად ამას ამბობს - ერთიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზე შეთანხმება. ერთი საერთო მიზანი საკმარისი არ არის, საჭიროა მოქმედებების ერთიანი სისტემა - ზუსტად ამას წარმოადგენს ჩვენი 8-პუნქტიანი გამარჯვების გეგმა.

ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მთავარ კითხვას: როგორ მივაღწიოთ კომპრომისს, როდესაც განსხვავებული პოზიციებია? მიდგომა „თუ არ მეთანხმები, მაშინ მტერი ხარ“ არასწორია. რვა პუნქტი გვთავაზობს გადაწყვეტილების მიღების ორ მექანიზმს: პარიტეტულ საბჭოს უმრავლესობით და შემდეგ ეტაპზე, ზურას მიერ ინიცირებულ პლატფორმას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის პირდაპირი მონაწილეობით. ეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას, გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია, მე მზად ვარ მოვისმინო ყველას აზრი. ძალა ერთობაშია და არა განხეთქილებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics