14:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 00:54:14, 2095 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ჯო უილსონი: „ქართული ოცნება“ კომუნისტურ ჩინეთს პატივს მიაგებს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება, სადაც 27 ივლისიდან ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებთან „სტრატეგიულ შეხვედრებს“ მართავს, რომლებიც „შუა დერეფანში“ საქართველოს როლსა და პეკინთან „თანამშრომლობის გაღრმავებას“ ეძღვნება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ჩინეთში წარმომადგენლების ხელახლა გაგზავნის შესახებ, კომენტარი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა გააკეთა.

„ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ იხდის პატივს კომუნისტურ ჩინეთს, რომელსაც ის „სამაგალითო ზესახელმწიფოს“ უწოდებს. „MEGOBARI აქტი“ საჭიროა შუა დერეფნის ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომისთვის და ქართველებისთვის ძნელად მოპოვებული თავისუფლების შესანარჩუნებლად“, - დაწერა მან X-ის სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, ის შედგება:

გიორგი (გია) ვოლსკი - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
ნიკოლოზ სამხარაძე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა;
მარიამ ლაშხი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
შოთა ბერეკაშვილი - ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებზე დელეგაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლიუ ჯიანჩაოსთან შეხვედრაა ასახული.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთს 2024 წლის იანვარშიც ეწვია, როდესაც დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა (პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics