14:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-17 13:16:05, 1416 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთიდან საქართველოს 27 მოქალაქე დეპორტირებულია

პოლონეთიდან 40 მოქალაქე იქნა დეპორტირებული, მათ შორის საქართველოს 27 და მოლდოვას 13 მოქალაქე. ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპორტაცია იძულებით განხორციელდა ევროპის სასაზღვრო სააგენტოსთან თანამშრომლობით. 40-ვე ადამიანი - 27 საქართველოს მოქალაქე და 13 მოლდოვას მოქალაქე - ქვეყნიდან 15 ივლისს განხორციელებული რეისით გააძევეს.

როგორც პოლონური მხარე განმარტავს, 20 საქართველოს მოქალაქის და 9 მოლდოვას მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ქურდობისთვის 12-ჯერ იყო ნასამართლევი.

დეპორტირებულთაგან ზოგიერთს ბრალი წაუყენეს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაში, პოლონეთში ყალბი დოკუმენტებით შესვლასა და ევროპაში მიგრანტების უკანონო გადაყვანაში დახმარებაში - ეს ეხება მიგრანტებს, რომლებიც პოლონეთში ბელორუსიიდან შედიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics