2025-07-07 17:19:08, 939 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას
ISSA-ს მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას. კერძოდ:
• 73% მხარს უჭერს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნას მთელი საქართველოს მასშტაბით;
• თბილისში ეს მაჩვენებელი 79%-ია;
• „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების 40% ასევე ეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნას;
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 17-დან 29 ივნისამდე ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა. პირისპირ გამოიკითხა 2000 მოქალაქე. შეცდომა ±2.2%-ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,