18:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-06 15:15:06, 1333 ნახვა

სამართალი
აშშ-ს და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კეზევაძე გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძე გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილე აღარ არის. 
 
დარახველიძე ამტკიცებს, რომ სანქცირებულმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და ის წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები,  - აღნიშნა დარახველიძემ.

მირზა კეზევაძეს დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა, სანქციები დაწესა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.

„საპროტესტო აქციების დროს ... შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები“, ხოლო „ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე“. - ეწრა სანქციების ხანსნა განმარტებაში

მანამდე კეზევაძეს სანქციები დაუწესა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი "ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის" საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics