|
2025-06-30 17:59:57, 777 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ 11 პირის საქმეზე პირველ ივლისს ჩანიშნული პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა
მოსამართლე ნინო გალუსტასშვილმა, ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილის შუამდგომლობა 1-ელი ივლისის პროცესის გადადებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა, მოსამართელს განუცხადა, რომ 1-ელ ივლისს ბრალდებული ონისე ცხადაძის მამის დაკრძლვაა და სოლიდარობის ნიშნად სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებენ, მაგრამ, რადგან სხდომებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესის გადადებას ითხოვენ. "მოგეხსენებათ, 1 ივლისს ონისე ცხადაძის მამის დაკრძალვაა და სოლიდარობის ნიშნად, არ ვაპირებთ სხდომაზე გამოცხადებას. ვინაიდან, სხდომებში მონაწილეობა გვინდა, გთხოვთ, რომ გადადოთ ხვალინდელი პროცესი“, - განაცხადა სასამართლო სხდომაზე ირაკლი ქერაშვილმა. აღნიშნულს პროკურორებიც დაეთანხმნენ და მოსამართლემ პროცესი 4 ივლისს გადადო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მხარეებმა 4 მოწმე პოლიციელი გამომითხეს და წერილობითი მასალები გამოიკვლიეს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)