00:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 14:30:20, 616 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას ექნება ვალდებულება, „ჩართვისას ტექნიკური ნაწილი თავად უზრუნველყოს და სხდომის დასრულებამდე არ გათიშოს ჩართვა“.

„არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ კომისიის მოთხოვნაა, რომ 2 ივლისს მან უზრუნველყოს (ასეთია კომისიის მოთხოვნა), ტექნოლოგიურად და ლოჯისტიკურად ჩართვისთვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ გიორგი გახარიას ახსნა -განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება. თუ ვთანხმდებით ამაზე, რომ ამ მოთხოვნით და დათქმებით, რაც წერილში ჩაიწერება, რომ „უზრუნველყავით გამართული ჩართვა და პასუხი აგეთ იმაზე, რომ სანამ სხდომა არ ამოიწურება, მან უნდა მოიცალოს“ - 2 ივლისს ჩვენ გახარიას მოვუსმინოთ თბილისის დროით 16:00 საათზე, მივცეთ მას ჩართვის საშუალება. მოთხოვნა არის შემდეგი: „2 ივლისს, გთხოვთ ჩაერთოთ კომისიის წინაშე სხდომაზე და ეს სხდომა არ დატოვოთ მანამ, სანამ კომისია არ იტყვის, რომ ამოწურულია კითხვები და უზრუნველყავით გამართული დისტანციური მონაწილეობა“. „შეხვედრა მაქვს და გერმანელ სოციალისტს უნდა შევხდე“ - ეს ვერ იქნება არგუმენტი. გერმანელ სოციალისტებზე უფრო მაღლა დგას საქართველოს პარლამენტი, ეს როგორღაც ქართულმა ოპოზიციამ უნდა გაიგოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics