20:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 10:09:32, 687 ნახვა

სამართალი
თბილისში მკვლელობა მოხდა - მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით – 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics