00:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 18:42:07, 1167 ნახვა

ეკონომიკა
„აანთე საქართველოს დროშა“ — საქართველოს ბანკის ინიციატივა ემიგრანტებისთვის 26 მაისის აღსანიშნავად

საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული კამპანიით აღნიშნავს. ბანკმა გადაწყვიტა, წელს ეს დღე კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გახადოს ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, სიმბოლურად აანთონ საქართველოს დროშა ციფრულად პირდაპირ ფილარმონიის დიდ ეკრანზე.

საზღვარგარეთ მცხოვრებთათვის სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე aantedrosha.ge განთავსდება ღილაკი – „აანთე საქართველოს დროშა", რომელზე დაჭერის შემდეგაც მომხმარებლები 26 მაისს ეკრანზე პიქსელებს აანთებენ და საქართველოს დროშას გამოსახავენ. პიქსელების ანთება შესაძლებელი იქნება 18:00-დან 22:00-მდე.

პერფორმანსში ჩასართავად, ემიგრანტი ნათესავებისა და მეგობრების მოწვევა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ.  სიახლე მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ემოციური კავშირის გაღრმავებასა და მათი ჩართულობის გაზრდას იმ ინიციატივებში, რომლებსაც ბანკი ტრადიციულად, 26 მაისს აწყობს.

“საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ემიგრანტების მხარდაჭერა და მათთან გრძელვადიანი კავშირის გაღრმავება. ამ კამპანიით გვინდა, კიდევ ერთხელ დავაფასოთ მათი წვლილი ქვეყნის ცხოვრებაში და დავეხმაროთ, შეინარჩუნონ კავშირები — სიმბოლური ინიციატივით, რომელიც სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს აერთიანებს“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ემიგრანტებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კულტურული და სოციალური აქტივობებითაც უჭერს მხარს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, სადაც ემიგრანტებს ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ახალი კავშირების დამყარება შეგიძლიათ. ამასთან, საქართველოს ბანკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას უჭერს მხარს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics