16:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 20:25:31, 1675 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს, დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, 25 წლის საქართველოს მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული მებრძოლის სტატუსით რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო“ მიუსაჯეს.

ე.წ. პროკურატურის ცნობით, ქართველი მებრძოლი 2022 წლის მარტიდან 2025 წლის თებერვლის პერიოდში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა.

„წვრთნების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, რისთვისაც 2.8 მილიონ რუბლზე მეტი გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics