15:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 16:30:27, 647 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილს თბილისში ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB გაიმართა. ღონისძიება მეორე წელია, ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოსა და რეგიონში ამ დარგის წარმომადგენლების გაძლიერებაა პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით. ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ღონისძიებას 450-მდე ადამიანი დაესწრო და იგი რამდენიმე თემას აერთიანებდა, მათ შორის იყო:

  • UI/UX დიზაინი;
  • გენერირებული დიზაინი — (კრეატივი, AI, ახალი მედიები);
  • Motion Design, 3D;
  • AR, VR, XR

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორკშოპები, ე.წ. პორტფოლიო რევიუები და სხვა. მასში მონაწილეობა მიიღეს 12-მა სპიკერმა 6 ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი გლობალური კომპანიებიდან როგორებიცაა Netflix, Discord, Hanzo-დან და სხვები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები — Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერდა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics