22:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 18:28:26, 929 ნახვა

სამართალი
ლევან სანიკიძე სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს და რუსთაველის გამზირზე აქციას დღესაც შეუერთდება.

„გააერთიანეს ორი საქმე, ორივე არის დაახლოებით ერთნაირი შინაარსის. მედავებიან რუსთაველის გამზირზე დგომას და გადაკეტვას: 30 იანვრის და 1 თებერვლის ორი ეპიზოდია. დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ გააერთიანეს ჯარიმები და 10 ათასი ლარის ნაცვლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 5 ათასი ლარით დავეჯარიმებინე. მე რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ვთვლი, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ჩამიდენია. თავად სანქცირებულმა მოსამართლემ ჩაიდინა უსამართლობა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში დადგება დრო, როცა სასამართლოს ამ შენობაში იქნება სამართალი და რუსთაველის გამზირზე აღარ მოგვიწევს ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის. დღესაც კვლავინდებურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე და დღევანდელ ეპიზოდზეც ერთი-ორი თვის შემდეგ დამიბარებენ სასამართლოში “, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics