|
2025-04-17 18:48:45, 673 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა იყო
მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაკავებული ჟურნალისტის შესახებ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს უპასუხა, რომელიც მან 16 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა. "ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, თუ სად პოზიციონირებს ამ კონკრეტული ბრალდების საქმეში - ის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოზიციონირებს და ნებისმიერ ფასად სურს, მზია პატიმრობაში იხილოს. კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების აშკარა და უხეში დარღვევა იყო. ამ უფლების პატივისცემა არათუ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს, არამედ თავად მოსამართლესა და პროკურორსაც ევალებათ [...] კობახიძის კომენტარები ემსახურებოდა არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევას, არამედ, მის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნასაც [...] კობახიძემ თქვა, რომ მზიამ პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა. მინდა, მას ვუთხრა, რომ შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება არაა. შესაბამისად, ასეთ პირობებში, მისი ბრალდება და პატიმრობა უკანონოა. აგრეთვე, კობახიძის თქმით, მზიას ამოცანა პოლიციელის ღირსების შელახვა იყო. არც პატივი და ღირსებაა სისხლის სამართლის კოდექსით დაცული ობიექტი. პატივისა და ღირსების დაცვა სამოქალაქო სამართალწარმოებით ხდება". - თქვა მწარიაშვილმა. ამაღლობელის ადვოკატის თქმით, კობახიძემ ასევე იცრუა, რომ თითქოს, მზია ვიღაცის დავალებითა და შეკვეთით მოქმედებდა. მწარიაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ბრალდების ფორმულირებაშიც კი არაფერი წერია. ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მზია ამაღლობელის დავალება პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა იყო. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად. მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)