21:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 18:46:36, 1006 ნახვა

საზოგადოება
გორში საპროტესტო აქცია განახლდა

უწყვეტი პროტესტი გორში - მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე კვლავ იკრიბებიან.

მათი მოთხოვნები უცვლელია - თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ხელახალი არჩევნების ჩატარება.

გორში მიმდიანრე აქციას შეუერთდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო სურგულაძეც.

სურგულაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გავიდნენ და იყვნენ უფრო მეტი, “თუ არ გვინდა, რომ ბელორუსიაში, რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში აღმოვჩნდეთ, ერთ დღესაც.“

ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ რეჟიმთან. ჩეკისტი წულუკიანი, რომელსაც მაუზერი და ტყავის ქურთუკი აკლია, უბედავს და გენერელებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, დიდი სამხედრო გამოცდილება, უბედავს და უწევს ხმას. ესეთი მხოლოდ რუსეთში თუ ხდება. ცრუ პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და პრეზიდენტი. ჩვენ ვართ ტოტალიტარული სახელმწიფო, ბელორუსია მონაგონი იქნება, ეს ე.წ. ადამიანებსაც რომ ვერ დავარქმევთ, თუ დარჩებიან ხელისუფლებაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, აქ გაცილებით მეტნი უნდა ვიდგეთ, თუ არ გვინდა მოვხვდეთ ბელორუსიაში, რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში“,- განაცხადა სურგულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics