06:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 20:03:29, 402 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით 15 მილიონი გამოვყავით

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროპული კომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით 15 მილიონი ევროს ღირებულების დაფინანსება გამოყო. 

ამის შესახებ პრესსპიკერმა ევროკომისიის ოფიციალურ პრესბრიფინგზე ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა

ჰიპერმა ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის მთავრობისთვის 2024 წელს გაყინული დახმარების აღდგენას ევროკომისია არც 2025 წელს გეგმავს. 

"პირველ რიგში, ჩვენ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები გავწყვიტეთ. შემდეგ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას 120 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პირდაპირი დახმარება შევუჩერეთ. ჩვენ ევროპის სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით ასევე გავყინეთ 2024 წლისთვის გათვლილი 30-მილიონიანი დახმარება და არც 2025 წლისთვის ვგეგმავთ რაიმე დახმარებას. 

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ ამ კუთხით მხარდაჭერას ვზრდით - როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისე დამოუკიდებელი მედიისთვის. უკვე არსებული დახმარების გარდა, ჩვენ დამატებით 15 მილიონი გამოვყავით სამოქალაქო საზოგადოებისთვის". - განაცხადა პრესსპიკერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics