01:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-21 11:01:57, 395 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - დაუნის სინდრომის მქონე პირები ჯერ კიდევ აწყდებიან სხვადასხვა სახის სირთულეებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში.

"მათ შორის, აღსანიშნავია შესაძლებლობის შეზღუდვის სოციალური მოდელის დროულად დანერგვა, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები, უწყვეტი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლება, ღია შრომით ბაზარზე დასაქმებისა და პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობები, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემების გაუმჯობესების გზით უზრუნველყოს ამ პირთა უფლებების დაცვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. 

2025 წელს ამ დღის გზავნილია - "გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა თანაბრად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში" - წერია იოსელიანის განცხადებაში. . 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics