21:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 11:00:20, 509 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData

თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, GetData-ს სასწავლო პროგრამას იწყებს. 

ციფრული ეპოქა, რომელშიც მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მიუხედავად ამ მზარდი მოთხოვნისა, საქართველოს ბაზარზე მონაცემთა ანალიტიკისა და მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით კადრების დეფიციტი შესამჩნევია.  

სწორედ ამიტომ, თიბისი IT აკადემია, Data გუნდთან თანამშრომლობით, იწყებს GetData-ს, სასწავლო პროგრამას, რომელიც 18 წლიდან ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საფუძვლიანად შეისწავლონ მონაცემთა ანალიტიკა და მისი პრაქტიკული გამოყენება. 

აღსანიშნავია, რომ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ, ხოლო ონლაინ სწავლება კი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მთელი საქართველოდან.

GetData ეს არის სრულიად პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც სტუდენტები:  

  • რეალურ მონაცემებთან იმუშავებენ და შეისწავლიან მონაცემთა ანალიტიკის პროცესებს; 
  • თიბისის Data გუნდის ექსპერტებისგან მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. 
  • სიმულაციებისა და მონაცემთა მანიპულაციების მეშვეობით აითვისებენ მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს;
  • გუნდური და კოლაბორაციული პროექტების მეშვეობით განივითარებენ როგორც ტექნიკურ, ასევე რბილ უნარებს. 

პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსთა გუნდში დასაქმებას, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობით გააგრძელებენ პროფესიულ განვითარებას. 

აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემიამ ახლახანს დაასრულა მონაცემთა ინჟინერიის 5-თვიანი კომპლექსური ბუთქემფი, რომელიც სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მუშაობას ასწავლიდა სტუდენტებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ნაწილი უკვე წარმატებით დასაქმდა და მონაცემთა ინჟინერიის სფეროში აგრძელებს კარიერას. 

თიბისი ბანკისთვის მონაცემების სფეროს განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. თიბისი IT აკადემია და Data გუნდი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შექმნან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მონაცემთა სპეციალისტების ახალი თაობა. GetData და მონაცემთა ინჟინერიის ბუთქემფი ამ ეკოსისტემის გამყარებისა და ბაზრის მოთხოვნებზე საპასუხოდ შექმნილი ინიციატივებია, რომლებიც ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტექნოლოგიურ კომპანიებს კვალიფიციურ ტალანტებს. 

ეწვიე თიბისი IT აკადემიის ვებ-გვერდს და დარეგისტრირდი 30 მარტის ჩათვლით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics