16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 21:43:15, 766 ნახვა

სამართალი
სპეცოპერაცია ნინოშვილის ქუჩაზე, დაკავებულია 2 პირი - შსს განცხადებას ავრცელებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას 2 მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა.

მათივე განცხადებით, ისინი მანქანით 2 პოლიციელს დაეჯახნენ, რა დროსაც პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics