04:07 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 11:15:06, 537 ნახვა

საზოგადოება
ვატო სურგულაძე გურიის სტიქიაზე - ვითარება საკმაოდ მძიმეა, 200-ზე მეტი ზარი მივიღეთ ცხელ ხაზზე

გურიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე სტიქიის ზონაში ჩასული კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებიც საუბრობენ.

როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, მთავარ პრობლემას გაუწმენდელი გზები წარმოადგენს,  სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, კოალიციის იდეაა, რომ იქირაონ მძიმე ტექნიკა და ხალხს დაეხმარონ.

სურგულაძე აღნიშნავს, რომ დღეს ოზურგეთში შექმნილ საგანგებო შტაბში 200-ზე მეტი ზარი შევიდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღმოუჩინეს დახმარება, მიაწოდეს საკვები და მედიკამენტები.

ვითარება საკმაოდ მძიმეა. 200-ზე მეტი ზარი მივიღეთ ცხელ ხაზზე, ამ ზარების ანალიზს ვაკეთებთ, რა არის სასწრაფო, რამ შეიძლება მოიცადოს. დღეს ბევრი გასვლა გვქონდა. მივაწოდეთ მედიკამენტები, საკვები, სადაც შეიძლება მიწოდება და გზა გვაძლევს საშუალებას. ახლაც გუნდი მუშაობს, რომელიც ეხმარება ეზოს გათოვლაში ადამიანებს. იმიტომ რომ სახლიდან ვერ გამოდის მოხუცი ადამიანი, რომ ჭიშკრამდე მივიდეს. ძირითადი პრობლემა არის გზები, რადგან მანქანა ვერ მიდის. ტექნიკა თუ არ მივიდა და გზა არ გათავისუფლდა ჩვენ ვერ მივალთ. იდეაა, რომ ვიქირაოთ მძიმე ტექნიკა და ხალხს დავეხმაროთ, რომ დროულად გავწმინდოთ გზები. ამოცანაა, რომ ხალხს დავეხმაროთ. ", - ამბობს ვატო სურგულაძე.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ ოზურგეთში, საგანგებო შტაბი შექმნა. როგორც "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, შტაბი განახორციელებს  მოხალისეების მობილიზებას  -  საუბარია გურიის რეგიონზე. 

კოალიციაში აცხადებენ, რომ ეს შტაბი მოახდენს მათ შორის სხვადასხვა  რეგიონიდან  ჩასული მოხალისეების კოორდინაციას ასევე - გურიისკენ უკვე მიემართებიან ძლიერი საქართველოს ლიდერებიც საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომრებს.

ცხელი ხაზი: 

551 787 777, 599 938 484, 577 503 009

მისამართი: 

ოზურგეთი, ჭავჭავაძის 8





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics