02:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 18:38:22, 572 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სხვადასხვა ლოკაციებიდან საპროტესტო მარში გმირთა მოიდნისკენ მიემართება

თბილისის მაშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე მოქალაქეებიშეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით ჯერ გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სხვადასხვა ლოკაციიდან წამოსული მოქალაქეები ერთმანეთს შეხვდებიან და გაერთიანებული მსვლელობით დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. მოთხოვნები უცვლელი რჩება, ყველა პატიმრის უპირობო გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მარში დაიძრა; აღმაშენებლის გამზირიდან, ვაკის პარკიდან, ავლაბრის ტერიტორიიდან, აქციას უერთდებიან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. დღევანდელ აქციაზე მოქალაქეები ხელისუფლების უუნარობასაც აპროტესტებენ და ამბობენ რომ სახელმწიფო ჩამოშლის ზღვარზეა, რადგან სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების დახმარებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დასავლეთ საქართველოში დატრიალებული სტიქიის შედეგების გამო  „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებას თოვლის გასაწმენდად ტრაქტორები არ აქვს, თუმცა ყიდულობს წყლის ჭავლის მანქანებს ადამიანების დასარბევად.

„ეს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ და რუსული რეჟიმის, ივანიშვილის პირობებში ყველა მცირე გასაჭირსაც კი ტრაგედიებით ხვდება. უკვე სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ არსებობს ინფორმაცია, სხვადასხვა მიზეზებით, ჩამონგრეულია ათობით სახლი და ამ დროს შსს ყიდულობს დასარბევად წყლის ჭავლის მანქანებს, როცა თოვლის გასაწმენდად არ აქვთ ტრაქტორები. დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა, ქვეყანა არის გადასარჩენი,“ - ამბობს კუპრაძე.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics