08:44 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 20:21:49, 462 ნახვა

საზოგადოება
სტუდებნტების მიმართვა ევროკავშირს - საქართველო საფრთხეშია..სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისჯება

სტუდენტები ევროპარლამენტარებს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს  მიმართავენ და თხოვენ, რომ დარჩნენ სიმართლის მხარეს, რადგან საქართველო საფრთხეშია და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ სიმართლის მხარეს დგას.

„ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს წევრებო, ევროკავშირის წარმომადგენლებო ჩვენ, საქართველოს სტუდენტები დღეს მოგმართავთ, რადგან გვჯერა, რომ დროა ჩვენი ხმა მოისმინოთ არა მხოლოდ როგორც მოქალაქეების, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის.

საქართველო საფრთხეშია. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, ჟურნალისტები, ხელოვანები და აქტივისტები, "მთავრობის" მხრიდან ძალადობრივი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებიან იმის გამო, რომ სიმართლის მხარეს დგანან. დაჭერა, წამება და დევნა უკვე ჩვენ ყოველდღიურობად იქცა. ეს არ არის შორეული პრობლემა ეს ის მტკივნეული რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ყოველი დღე, ევროპის რეალური მხარდაჭერის გარეშე, საფრთხეა ჩვენი სიცოცხლისთვის. ევროპელი მოკავშირეების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების სიმცირეს რეალური შედეგები მოაქვს.

მოგმართავთ, რადგან თქვენი დახმარება გვჭირდება. ევროპის დუმილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს კიდევ ერთ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს, კიდევ ერთ ჩახშობილ ხმას და კიდევ ერთ განადგურებულ მომავალს ნიშნავს. ამ რთულ დროში ერთად უნდა გავუმკლავდეთ სირთულეებს და ახალ გამოწვევებს. გვსურს, ჩვენი მოთხოვნა დღის წესრიგში დააყენოთ და გვაჩვენოთ, რომ ჩვენი მომავალი თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუ საქართველო დაეცემა, დაეცემა ევროპაც. ერთობით გავიმარჯვებთ!“ - აცხადებენ სტუდენტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics