07:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:54:34, 429 ნახვა

საზოგადოება
ექსკლუზივი - “ბაკურიანის წყლით“ ბავშვი მოიწამლა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ბაკურიანის" წყლით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ.

მათივე ცნობით, წყალში თუთია გაერიათ, რამაც მოწამვლა გამოიწვია. როგორც მოქალაქე ქეთევან კვინიკაძე აცხადებს, წყლის ბოთლი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი და ელოდებიან პასუხს.

,,დავრეკე ,,ბაკურიანის" კომპანიაში, ექსპერტიზის პასუხს ველოდებითო და შემდეგ გადავაკეთებთო განცხადებას და ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი ბავშვიაო მოწამლული" - წერს მოქალაქე ქეთევან კვინიკაძე ,,ფეისბუქში"
 

ასევე ,,ექსპრენიუსის" ჟურნალისტს მოწამლული ბავშვის ახლობელი უყვება, რომ  ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურანლობს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ექიმებს უჭირთ დადგენა დიაგნოზის, ვინაიდან დაზიანებულია საყლაპავი მილი.

,,გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია - კონკრეტულ მაღაზიაში ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის განმარტებით, ასევე შემოწმდა ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics