14:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 14:43:56, 391 ნახვა

საზოგადოება
კახეთში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები უხელფასობას აპროტესტებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი მიუღებელი ხელფასებია.

„ზოგს ორი თვის აქვს მისაღები, ზოგს - სამის და ოთხის. ვერ გვეუბნებიან, როდის გაიცემა დავალიანება“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მისივე ინფორმაციით, ახლა ავტობანის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.

"გაფიცული ვართ დაახლოებით 200 ადამიანი - ზოგი ტექნიკაზე მუშაობს, ზოგი არმატურას ალაგებს... თითო თვის ხელფასი დაახლოებით ორი ათასი ლარია. ხან ამბობენ, ორ დღეში მოგცემთო, ხან ხუთ დღეს ამბობს, მაგრამ ასე გვატყუებენ სამი თვეა. სამუშაოებს არ დავიწყებთ, სანამ დავალიანებას არ მოგცემენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კახეთში ავტობანის მშენებლობა საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის 4-ზოლიან საავტომობილო გზას კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi აშენებს.

გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მუშების პროტესტის საკითხს სწავლობენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 276,7 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics