07:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 20:19:57, 460 ნახვა

საზოგადოება
უწყვეტი პროტესტი გრძელდება, ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები იკრიბებიან

უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მათი უნივერსიტეტის ლექტორს, მამუკა კომახიასა და სტუდენტს ნიკოლოზ კუტუბიძეს, რომლებიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

დემონსტრანტები, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც ტრადიციულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

აქტივისტების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ჩაახშოს თავისუფალი აზრი.

„ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი აგრძელებს კონსოლიდაციას. ის ცდილობს ყველანაირი თავისუფალი აზრის ჩახშობას და ეს მცდელობა უკვე გაგრძელდა აკადემიურ სივრცეზე, როგორც მანამდე არასამთავრობო სექტორზე და სხვა სფეროებზე. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას და ასევე ჩვენს სტუდენტს, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს იმისთვის, რომ თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს და უჭერდნენ საქართველოს ნათელ მომავალს მხარს,“- ამბობს აქციის მონაწილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics