15:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 17:13:26, 471 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში - ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან მოქალაქეებს საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი და მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სამართალდამცველები მათ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით კი, გადასვლას არ უშლიან, უბრალოდ, ცდილობენ, დგომის საშუალება არ მისცენ, რათა გადასასვლელების ბლოკირება არ მოხდეს.

“ბლოკირება დაუშვებელია. სასწრაფოები მოძრაობს, მოქალაქეები და პრობლემები ექმნებათ მათ“, - ამბობს პოლიციელი.

ბათუმში განსაკუთრებით განიცდიან მზია ამაღლობელის პატიმრობას.

შეგახსენებთ, რომ ის მე-20 დღეა შიმშილობს.  შიმშილობის მე-15 დღის ათვლა აქვს დაწყებული ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს, რომელიც ამ დრომდე იზოლატორში ჰყავთ გამოკეტილი. 

მზია არის ბიძინა ივანიშვილი პირადი ტყვე. მისი სიცოცხლე ახლა უკევ საფრთხეშია, დღეს აქ მოსული ყველა ადამიანი უცხადებს სოლიდარობას, როგორც მზიას, ასევე რეჟიმის ყველა პატიმარს. ეს ყევალფერი იმიტომ ხდება, რომ ივანშვილმ აგადაწყვიტა ტყვეები აიყვანოს“, - ამბობს აქციის მონაწილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics