14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 16:40:31, 434 ნახვა

საზოგადოება
კულტურის სფეროს წარმომადგენლები - ყოველ პარასკევს ხელოვანები შეუერთდებიან სინდისის პატიმრების მხარდასაჭერ მსვლელობას

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს - ხელოვანებმა კოლეგებს, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმში ჩართული არ არიან, მოუწოდეს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ და რეჟიმის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირონ. 

ტრიბუნიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა დააანონსეს, რომ ყოველ პარასკევს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით საგანგებო მსვლელობას მოაწყობენ და ამით მათი ოჯახის წევრებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. 

კულტურის სფეროს აქტიური, წინააღმდეგობაში ჩართული საზოგადოება მოვუწოდებთ ჩვენს სხვა კოლეგებს, მათ რომელთაც ჯერ არ გამოუხატავთ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია, ამიერიდან ჩაერთონ და კონკრეტულად ყოველ პარასკევს კულტურის სფერო და ხელოვანები შეუერთდებიან სინდისის პატიმრების მხარდასაჭერ მსვლელობასა და აქციას. შემდეგ პარასკევს საგანგებო მსვლელობას და აქციას გავმართავთ, რომლითაც გავაძლიერებთ პატიმრების ოჯახებსა და პატიმრების მხარდამჭერებს. კულტურის სფერო ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტულია ჩვენი თანამებრძოლების თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ დავიღლებით და ამ მოთხოვნას არ დავთმობთ. 

პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც მიმართავენ ჩვენი მებრძოლები, არის აქტი, რომელიც არის ძვირფასი, მნიშვნელოვანი. მიგვაჩნია, რომ ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს და ვიზრუნებთ, რომ ყოველმა მოქალაქემ ენერგია, ჯანმრთელობა შეინარჩუნოს", - ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics