10:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 12:17:23, 335 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თედო აბრამოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, გადაისინჯება დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. 

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. „დაკავების მომენტში არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა აბრამოვმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, მის მიმართ ჰქონდა თუ არა უფლებების დარღვევას ადგილი.

მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება - 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics