04:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 13:00:42, 386 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“ - პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მდინარაძეს პასუხობენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, რომლებმაც 21 იანვარს შეიტყვეს, რომ მათი სამსახური უქმდებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პასუხობენ. პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო პოლიტიკოსმა ამ ცენტრის თანამშრომლების „ამორალურობაზე“ ისაუბრა.

„პარლამენტის კვლევითი ცენტრის თუ ნებისმიერი სხვა უწყების თანამშრომელი აქ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რაღაცას აკეთებს და შემდეგ აქციიდან პარლამენტს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს ამორალურია ანუ შენი აღქმით რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ..“ - თქვა მამუკა მდინარაძემ გუშინ, 22 იანვარს.

საჯარო მოსამსახურეები, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, სალომე ნატროშვილი, ნინი ლეჟავა, მარიამ ჩაჩუა პოლიტიკოსს ახსენებენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საჯარო დაწესებულებაში მუშაობისთვის ხელფასის მიღება არ უნდა გამორიცხავდეს თანამშრომლის უფლებების დაცვას.

„ჩვენ, როგორც კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ვიცავთ ჩვენს უფლებებს და ვეწინააღმდეგებით განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ჩვენს დევნას ცენტრის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან სხვა ფორმით, ვინაიდან მოსალოდნელი პროცესები, როგორც კვლევითი ცენტრის დირექტორის მიერ აღინიშნა, სწორედ ჩვენს საჯარო აქტიურობას უკავშირდება.

ჩვენ გვაქვს როგორც პასუხები, ასევე კონსტიტუციური უფლებები, სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები და კეთილსინდისიერად შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო და პროფესიული ვალდებულებები“, - წერია სალომე ნატროშვილის, ნინი ლეჟავასა და მარიამ ჩაჩუას ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics