17:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 15:32:16, 504 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩილ მუსელიანცის დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. არჩილ მუსელიანცს ედავებიან პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, განსაკუთრებით ცეცხლის წაკიდებას.

სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და მისი უფლებები დაკავების მომენტიდან დაირღვა. მუსელიანცის თქმით, სამართალდამცველებმა ის მოტყუებით დააკავეს, ხოლო დაკითხვის ოქმზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

„დაკავების, დაკითხვის პროცესი იყო უკანონო. დაკავების დრო იყო სხვა, ოქმში კი სხვა. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა. ბრალდებას არ ვაღიარებ და არ ვაპირებ თანამშრომლობას პროკურატურასთან“, – განაცხადა არჩილ მუსელიანცმა.

ადვოკატ დიმიტრი ვარდიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სცემეს და 5 დღის განმავლობაში  ადვოკატს არ მისცეს საშუალება  დახმარებოდა. ვარდიაშვილი ასევე მოითხოვს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუშვებლად იქნას ცნობილი, რადგან საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.

„მას სთავაზობდნენ გარიგებას, თუ რომელიმე პოლიტიკოსს დაადებდა ხელს, მისი გათავისუფლება შეიძლებოდა. აჩვენებდნენ სურათებს ოპოზიციის წარმომადგენლებისგან და სთხოვდნენ, რომ ამოეცნო, ვინ აძლევდა თანხას“, – განაცხადა ადვოკატმა.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ადმინისტრაციული სამართლის დარღვევა ბრალდებოდა, თუმცა შემდგომში ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა. მუსელიანცი ახლა 187-ე მუხლის მეორე ნაწილით არის ბრალდებული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics