09:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 19:45:29, 524 ნახვა

საზოგადოება
არჩილ გუჩმანიძე - რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ დამემუქრნენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე, აცხადებს, რომ რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ „კეთილისმსურველები“ დაუკავშირდნენ და მუქარის გზით მის კანდიდატურის მოხსნას ცდილობენ.

გუჩმანიძის თქმით, მას დღეს საღამომდე მისცეს ვადა, რათა კანდიდატურა უკან გაეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის ოჯახის წევრებს პრობლემებს შეუქმნიდნენ.

„დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს: გელოდებით 21 იანვარს, 14:00 საათზე რექტორის არჩევნებზე,“ – წერს გუჩმანიძე სოციალურ ქსელში.

გუჩმანიძე მედიასაშუალებებს სთხოვს, პირდაპირ ეთერში გააშუქონ რექტორის არჩევნების პროცესი და მისცენ მას შესაძლებლობა, არჩევნების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთოს.

„უნივერსიტეტს ვკარგავთ! უნივერსიტეტს გვართმევენ!“ – აღნიშნა მან და ბსუ-ს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მოუწოდა, აქტიურად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

გუჩმანიძის თქმით, მუქარის გარდა, მის წინააღმდეგ შესაძლოა პროვოკაციები დაიგეგმოს:

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში პროვოკაციებს მომიწყობენ. ჩემთან მოდით, მზად ვარ, ოჯახს თავი დაანებეთ. მინდა გავაფრთხილო ‘იცის ვინც’ – ჩემს ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, ამას არავის შევარჩენ!“

არჩილ გუჩმანიძემ რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირება რამდენიმე საათით ადრე დააანონსა. 21 იანვარს ბსუ-ს რექტორის არჩევნები გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics