03:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 13:38:22, 339 ნახვა

სამართალი
პროკურორი - მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომაც გაიზიარა

სასამართლომ გაიზიარა ძირითადად ის გარემოება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იყო. პოლიციელზე თავდასხმა არის სახეზე, ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია, – ამის შესახებ პროკურორმა, ვლადიმერ თურმანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა.

„დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაცვის უფლება შეიზღუდა, რაც ასე არ ყოფილა. 12 იანვარს, როცა იქნა დაკავებული, პოლიციის დაწესებულებაში შეყვანიდან 28 წუთში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა მასთან. შემდეგ იმყოფებოდა ორი ადვოკატი. ოქმები შემიძლია გაჩვენოთ. მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, ის გამოვიდა პოლიციიდან ხელწერილით და რამდენიმე წუთში უკვე პოლიციელზე თავდასხმა მოახდინა, ამიტომ იყო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო შურისძიება სამმართველოს უფროსის მიმართ, რადგან მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი საათით ადრე. მას ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა. ეს კვალიფიცირდება თავდასხმად. ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საფრთხე რაც ჩვენ დავინახეთ და რაც სასამართლომ გაიზიარა, ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა პროკურორმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics