12:13 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 18:27:00, 602 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად დავით დოიაშვილი იმყოფება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო მიმდინარეობს.

პროცესს რეჟისორი დავით დოიაშვილიც ესწრება. მისი თქმით, ვერდიქტის შესახებ პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერანაირ ლოგიკას ვეღარ უკავშირებს.

„მოლოდინი არ მაქვს, რადგან ლოგიკას ვეღარ მივყვები. ამათ აღარ აქვთ ლოგიკა. რასაც დღეს მოსამართლე გადაწყვეტს, ეს იქნება მათი განაჩენი და არა ამ ბიჭების. ვნახოთ, თუ გადაირჩენენ თავს, გადაირჩენენ, თუ არა – გააგრძელებენ იმავე მდგომარეობაში ყოფნას,“ – აღნიშნა დოიაშვილმა.

რეჟისორის განცხადებით, მისი სურვილია, იცხოვროს ნორმალურ, მშვიდ და დალაგებულ სახელმწიფოში, თუმცა, მისი შეფასებით, არსებული რეალობა ამისგან სრულიად განსხვავებულია.

„აქ არ უნდა ვიყო. აქ ვარ იმიტომ, რომ ყველაფერი ხდება პირიქით. ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ პატიმრობაში. ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ,“ – განაცხადა მან.

სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ვერდიქტის გამოსატანად დრო აიღო. სინდისის პატიმრები და მათი მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics