|
2025-01-09 13:12:01, 405 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი სამძიმრით დაიწყო. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია კლინიკაშია გადაყვანილი. ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალავენ. მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)