14:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 11:28:32, 374 ნახვა

საზოგადოება
ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება დატოვა

სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა - ამის შესახებ ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ ხელმძღვანელმა, ოთარ ქებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ექიმის ცნობით, კლინიკაში მყოფ პაციენტებს „მძიმე დაზიანებები“ აღენიშნებათ.

„შემოიყვანეს ათი პაციენტი, აქედან, ორი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, რვა კი გაეწერა. ისინი სხვადასხვა ტრავმით გაეწერნენ და შემდგომი ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაცია მიეცათ. ერთი [საავადმყოფოში მყოფი პაციენტი] გადაყვანილია პალატაში, მეორე ჯერ-ჯერობით, დაკვირვების დარბაზში იმყოფება და ცოტა ხანში მასაც გადავიყვანთ ინტენსიურში. მძიმე დაზიანებები აქვთ და ამიტომ, რჩებიან სამკურნალოდ“, - განაცხადა ოთარ ქებაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემდგომ, შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და ამასთან, დაშავდა რვა მოქალაქე.

უწყების ცნობითვე, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics