|
2024-12-24 23:29:08, 376 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელს“ ეწვია
წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან, "საახალწლო სოფელში" სტუმრობისას განაცხადა. კახა კალაძემ "საახალწლო სოფლის" დეკორაციები დაათვალიერა.
„საახალწლო სოფელში" სხვადასხვა ინსტალაციებთან ერთად განთავსებულია საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა დახვდებათ. ასევე ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა ახალ წელს. „საახალწლი სოფელში" მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი და თბილისის საშობაო ბაზარი, სადაც გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)